Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ადამიანი დაესწრო თურქი უფლებადამცველის დასაფლავებას


თურქეთში დაასაფლავეს ცნობილი ვექილი და უფლებადამცველი, რომელიც მოკლეს სროლისას, ორ პოლიციელთა ერთად, როცა ის პრესისთვის განცხადებას აკეთებდა. პრემიერ- მინისტრმა, აჰმეთ დათუოღლუმ განაცხადა, რომ49 წლის თაჰირ ელჩის მკვლელობის გარემოებას გამოიძიებენ, იყო თუ არა ის თავდასხმის სამიზნე, თუ შემთხვევის მსხვერპლი შეიქნა თავდამსხმელებს და პოლიციელებს შორის შეტაკებისას. როცა ათასობით მგლოვიარე პირს მიმართა, პროქურთული პარტიის ლიდერმა, სალაჰათინ დემირტაშმა განაცხადა, რომ თაჰირ ელჩი პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლია. ელჩი, რომელიც ეთნიკურად ქურთი იყო, ქურთ მეამბოხეებსა და თურქეთის უშიშროების ძალებს შორის მშვიდობის მოხრე იყო.

XS
SM
MD
LG