Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ანტისამთავრობო გამოსვლა გაიმართა


ათასობით ადამიანი გვიდა მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვის და სხვა ქალაქების ქუჩებში, რათა გავრცელებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და უკეთესი მართველობა მოეთხოვა. ექვს სხვა ქალაქში გამართული დემონსტრაციები შედარებით მცირე იყო. გარდამავალი პერიოდის პრემიერ-მინისტრი, გეორგე ბრეგა უსაფრთხოების გაზრდის კენმოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უშიშროებას საფრთხე ემუქრება. გასულ კვირაში 13 პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან გასამხედროებული ჯგუფის წევრობაში, რომელიც, თითქოს, თავდასხმებს გეგმავდა დედაქალაქში და უპირატესად რუსებით დასახლებულ ჩრდილოეთის ქალაქში. ღირსება და სიმართლის სამოქალაქო მოძრაობა სექტემბრის შემდეგ მართავს გამოსვლებს ქვეყანაში და პროტესტს გამოთქვამს ქვეყნის სამი ბანკიდან 2014 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გამქრალი მილიარდი დოლარის გამო.

XS
SM
MD
LG