Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში პალესტინელი მოკლეს მას მერ, რაც პოლიციელს დანა დაარტყა


პალესტინელი კაცი მოკლა ისრაელის უშიშროების სამსახურმა მას მერე, რაც პოლიციელს მან დანა დაარტყა. ინციდენტი მოხდა იერუსალიმის ძველი ქალაქის შესასვლელში, 29 ნოემბერს. ისრაელის პოლიციის თქმით, პოლიციელმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო. ეს არის ბოლო ინციდენტი გასულ ორი თვის განმავლობაში მომხდარი ძალადობისა. ისრაელთა მხარეს მოკლულთა რიცხვი 19-ია, ძირითადად ცივი იარაღით და სროლის შედეგად, ხოლო პალესტინელთა მხრიდან დახოცილთა რაოდენობა 96-ია. მათი უმეტესობა, როგორც ისრაელი აცხადებს, თავდასხმების დროს მოკლეს, დანარჩენი -პოლიციელებთან შეტაკებისას.

XS
SM
MD
LG