Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს მის ქვეყანაში პარიზის მსგავსი ტერაქტების მოწყობას


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი არ გამორიცხავს მის ქვეყანაში პარიზის მსგავსი ტერაქტების განხორციელების შესაძლებლობას. "ის, რაც პარიზსა და ბრიუსელში მოხდა, სამწუხაროდ, ლონდონშიც ადვილად შეიძლება მოხდეს", - განუცხადა მინისტრმა გაზეთ "სანდეი ტელეგრაფს". თავდაცვის მინისტრის თქმით, რისკი ძალიან მაღალია და ტერაქტიც ადვილად შესაძლებელია. მისივე ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში ინგლისის სხვადასხვა ქალაქში სპეცსამსახურებისა და პოლიციის მიერ ექვსი რეალური ტერაქტის გეგმა აღიკვეთა. თუმცა, ფელონს დეტალები არ დაუკონკრეტებია. თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს ქვეყნის პარლამენტისგან თანხმობის მიღებას დიდი ბრიტანეთის ავიაციის მონაწილეობაზე ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციებში.

XS
SM
MD
LG