Accessibility links

საქართველოში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის გამო ეჭვმიტანილი დააკავეს


ექსტრემისტულ გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში დააკავეს 23 წლის ჯამბულა აბდულაევი. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას "ისლამური სახელმწიფოს" დროშა, ხელყუმბარა და ავტომატური იარაღი ამოიღეს. აბდულაევის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოთხივე პირის დაკავების ფაქტს ადასტურებს თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG