Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა კლიმატის ცვლილებების სამიტზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება პარიზში, სადაც მსოფლიოს 150-მდე ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობს გაეროს კლიმატის ცვლილებათა ჩარჩო-კონვენციის მხარეთა კონფერენციაში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე და დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც ფორუმის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა პატივსაცემად გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზის კონფერენციაზე მიიწვიეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა. პარიზში ვიზიტისას ირაკლი ღარიბაშვილი პატივს მიაგებს 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

XS
SM
MD
LG