Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი


ლონდონში ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის საკითხებში ფილიპ ჰემონდს, ევროპულ საქმეთა მინისტრს დევიდ ლიდინგტონს, სახელმწიფო მინისტრს ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში ფრენსის მოდის და პარლამენტის წევრებს. შეხვედრების დღის წესრიგშია სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. დღეს ლონდონში გაიმართება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული, "უორდროპის დიალოგის" მეორე პლენარული შეხვედრა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია თავდაცვა. დიალოგის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთანაც, რომლებსაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობენ.

XS
SM
MD
LG