Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება პარიზში, სადაც მსოფლიოს 150-მდე ქვეყნის ლიდერთად ერთად მონაწილეობს გაეროს კლიმატის ცვლილებათა ჩარჩო-კონვენციის მხარეთა კონფერენციაში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე და დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც ფორუმის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა პატივსაცემად გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზის კონფერენციაზე მიიწვიეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა. პარიზში ვიზიტისას ირაკლი ღარიბაშვილი პატივს მიაგებს 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG