Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა მოკლული მფრინავის ცხედარი გადასცა რუსეთს


თურქეთმა მოსკოვს გადასცა ცხედარი მფრინავისა, რომელიც რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაიღუპა. თურქეთის მედიის ცნობით, ოლეგ პეშკოვის ცხედარი 29 ნოემბერს სირიიდან ანკარაში ჩაიტანეს, საიდანაც შემდეგ თვითმფრინავით რუსეთში გადაასვენეს. თურქეთის გამანადგურებელმა ავიაციამ რუსეთის თვითმფრინავი, რომელმაც ანკარის მონაცემებით, მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, 24 ნოემბერს ჩამოაგდო, რასაც რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ერთ-ერთი მფრინავი, ხომალდის მეთაური ოლეგ პეშკოვი კატაპულტირების შემდეგ, სავარაუდოდ მიწაზე დაშვების დროს სირიის რეჟიმის წინაააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა წუხილი გამოთქვა მომხდარის გამო, მაგრამ დაიცვა თავისი არმიის ქმედება.

XS
SM
MD
LG