Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი იწყება


დაახლოებით 150 სახელმწიფოს ლიდერი შეიკრიბა პარიზში, სადაც კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი საგანგებო სამიტი იმართება. გაეროს მიერ ორგანიზებული კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი 30 ნოემბრიდან -11 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, პარიზში ცოტ ხნის წინ მომხდარი სისხლისმღვრელი ტერაქტების გამო, მომეტებული უსაფრთხოების ზომების პირობებში ჩაივლის. კონფერენციაში, რომელიც COP21 -ის სახელითაა ცნობილი, მონაწილეობას მიიღებენ ასევე აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი. 196 ქვეყნების დელეგაციები იმსჯელებენ და, დიდი ალბათობით მიიღებენ გრძელვადიან შეთანხმებას, რამაც უნდა შეაჩეროს ატმოსფეროში სითბური ეფექტის გაზების ემისია, რასაც მეცნიერები გლობალური დათბობის გამომწვევ მთავარ მიზეზად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG