Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ელდარ რიაზანოვი


მოსკოვში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ელდარ რიაზანოვი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმედ ავადმყოფობდა. კინორეჟისორს საყოველთაო აღიარება მოუტანეს ფილმებმა „ბედის ირონია“, „სამსახურებრივი რომანი“, „გარაჟი“ და სხვა. ელდარ რიაზანოვს მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება და სახელმწიფო პრემია.

XS
SM
MD
LG