Accessibility links

logo-print

აშშ-ის საელჩომ გაავრცელა გაფრთხილება ქაბულში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ


30 ნოემბერს აშშ-ის საელჩომ ავღანეთის დედაქალაქში მცხოვრები თანამოქალაქეები გააფრთხილა, რომ მომდევნო 48 საათის განმავლობაში ქაბულში, შესაძლოა, თავდასხმა მოეწყოს. ამასთან უცნობია, კონკრეტულად რა მეთოდებით განხორციელდება და ვინ იქნება მოსალოდნელი თავდასხმის სამიზნე. გაფრთხილებაში, რომელიც ავღანეთში აშშ-ის საელჩოს საიტზე გამოქვეყნდა, „უკიდურესად არასტაბილურად“ არის შეფასებული უსაფრთხოების ვითარება ავღანეთში, სადაც, განცხადების თანახმად, აშშ-ის ყველა მოქალაქეს ემუქრება საფრთხე.

XS
SM
MD
LG