Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის გადაწყვეტილება გაუქმდა


სააპელაციო სასამართლომ სრულიად გააუქმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება, რომელიც "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა, - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს" "რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა განუცხადა. მანამდე 13 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმები, რომლებითაც ტელეკომპანიაში დროებითი მმართველები, დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი, დაინიშნენ. ტელეკომპანიის ადვოკატის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ასევე ნაწილობრივ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის იურისტების მოთხოვნა ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, იურისტის განმარტებით, ტელეკომპანიის წილებზე ყადაღა ძალაში დარჩა, ასევე ძალაში დარჩა უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, გაუქმდა თამაზ ურთმელიძის განჩინების ის ნაწილი, რომლის მიხედვით, ტელეკომპანიას გაქირავების უფლება ჰქონდა შეზღუდული.

XS
SM
MD
LG