Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალმა მთავარმა პროკურორმა საკადრო ცვლილებები დაიწყო


საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, რომელიც პარლამენტმა წინა კვირას დაამტკიცა ამ პოსტზე, უწყებაში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ მამუკა ვასაძე დაინიშნა, მთავარი პროკურტურის საგამოძიებო ნაწილს კი დღეიდან თეიმურაზ ნაჭყებია უხელმძღვანელებს. ცვლილება განხორციელდა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტშიც, დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ბაკურ აბულაძე დაინიშნა. პროკურატურის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხო ასევე საოლქო პროკურატურის ოფისებს. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი დაინიშნა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის პოსტს მალხაზ კაპანაძე დაიკავებს.

XS
SM
MD
LG