Accessibility links

logo-print

ობამა: კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ პარიზში შეკრებილმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, უნდა მიიღონ გამოწვევა და დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ ყველა ქვეყანა იზიარებს პასუხისმგებლობას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის თაობაზე ობამამ ისაუბრა პარიზში, გაეროს მიერ ორგანიზებულ კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტის გახსნაზე, რომელშიც 150 სახელმწიფოს ლიდერები მონაწილეობენ. გაეროს მიერ ორგანიზებული კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, პარიზში 13 ნოემბერს მოწყობილი სისხლიანი ტერაქტების გამო, მომეტებული უსაფრთხოების ზომების პირობებში ჩაივლის. 196 ქვეყნის დელეგაციები იმსჯელებენ და, დიდი ალბათობით მხარს დაუჭერენ გრძელვადიან შეთანხმებას, რამაც უნდა შეაჩეროს ატმოსფეროში სათბური ეფექტის გაზების ემისია, რასაც მეცნიერები გლობალური დათბობის გამომწვევ მთავარ მიზეზად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG