Accessibility links

logo-print

ობამამ პუტინს თურქეთთან დაძაბულობის შემცირებისაკენ მოუწოდა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, შეამციროს დაძაბულობა თურქეთთან. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პარიზში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი სამიტის კულუარებში გაიმართა. თეთრი სახლისა და კრემლის ინფორმაციით, ობამამ და პუტინმა 30 წუთის განმავლობაში გამართეს პირისპირ მოლაპარაკება, რომლის დროსაც ობამამ მწუხარება გამოხატა რუსი მფრინავის დაღუპვის გამო, რაც თურქეთის გამანადგურებლის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას მოჰყვა. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სირიაში მიმდინარე კრიზისზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს ყოველმხრივი მოლაპარაკების დაწყებას, რამაც სირიაში მიმდინარე ხუთწლიანი ომის პოლიტიკური გზით მოწესრიგება უნდა უზრუნველყოს.

XS
SM
MD
LG