Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფალსიფიციერუბლმა ვისკიმ ციმბრიში 11 კაცი იმსხვერპლა


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, 11 პირი ემსხვერპლა ფალსიფირებული „ჯეკ დენიელზის“, ვისკის დალევას ციმბირის ქალაქ კრასნოიარსკში. კომიტეტმა დაადასტურა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობა, რომ 18 წლისკაცი,რომელიც ჰოსპიტალიზებული იყო ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მოკვდა, რის შედეგადაც დახოცილთა რიცხვმა 11-ს მიაღწია. ცხრა სხვა პაციენტი კვლავ საავადმყოფოშია, ერთი, მძიმე მდგომარეობაშია. ყველას მეთანოლითს მოწამვლა დაუდასტურდა. კრასნოიარსკში გასულ კვირაში 48 პირმა მიმართა ექიმს მას მერე, რაც ინტერნეტით შეკვეთილი ვისკი დალიეს.დაწყებულია გამოძიება, დაპატიმრებულია ექვსი ეჭვმიტანილი.

XS
SM
MD
LG