Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: მიზანია გამონაბოლქვის 15-25-პროცენტით შემცირება 2030 წლისთვის


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლა საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრით დაიწყო და საფრანგეთის პრეზიდენტს და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარიზის ტრაგიკულმა მოვლენებმა მთელ მსოფლიოზე და საქართველოზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ღარიბაშვილის პრეს-სამსახურის ცნობით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კლიმატის ცვლილებების შემცირებისკენ მიმართული მოქმედების გააქტიურებისადმი და აღნიშნა, რომ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული“ დოკუმენტი ითვალისწინებს გამონაბოლქვის 15-25-პროცენტით შემცირებას 2030 წლისთვის. პრემიერის თქმით, 2021-2030 წლების კლიმატთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მომავალ წელს შემუშავდება, განსაზღვრული იქნება, როგორ უნდა მიაღწიოს ამ მიზანს საქართველომ და რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა დასჭირდება ამ პროცესში.

XS
SM
MD
LG