Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნატოსთან დაკავშირებით ჩვენ არ გვსურს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა"


„ნატოსთან დაკავშირებით ჩვენ არ გვსურს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა. ეს თვითონ ალიანსის გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციაა“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარიზში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, საქართველო ზედმიწევნით კარგად აკეთებს, რაც მისი მხრიდან არის გასაკეთებელი, თუმცა "რა თქმა უნდა, ვერ გადაწყვეტს იმას, რაც თავად ნატო-ს გადასაწყვეტია". პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მსოფლიოში სიტუაცია დღეს აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე იყო თუნდაც გასულ წელს. "ჩვენ ყველა ეს რეალობა და ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და არ მოვატყუოთ ერთმანეთს", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა. აღნიშნულის კონტექსტში მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ყველას, ნატო-სთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვისგან და ცრუ მოლოდინის შექმნისგან თავი შეიკავოს.

XS
SM
MD
LG