Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში მიაგო პატივი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზთან მიაგო პატივი 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპული 130 ადამიანის ხსოვნას. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას. „ის, რაც ამ ადგილას მოხდა, არის საშინელი ტრაგედია და ტერაქტი თითოეული ჩვენთაგანის და მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გმობს ბარბაროსულ აქტს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ დღეს მთელი მსოფლიო ერთ მუშტად შეკრული და დარაზმულია იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ისეთ ბოროტებას, როგორიც ტერორიზმია. „ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით ფრანგი ხალხის და საფრანგეთის ხელისუფლების გვერდით, რადგან კარგად გვახსოვს, რომ როცა ჩვენ გვიჭირდა 2008 წელს, სწორედ საფრანგეთი იყო ქვეყანა, რომელმაც განსაკუთრებული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატა“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზში მონაწილეობს გაეროს კონფერენციაში, რომელიც კლიმატური ცვლილებების პრობლემას ეძღვნება. ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს 30 ნოემბერს მიმართა.

XS
SM
MD
LG