Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ რუსეთის მოქალაქე შეიწყალა პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეიწყალა რუსეთის მოქალაქე, აღმოსავლეთ უკრაინაში დაკავებული ვლადიმირ სტარკოვი და ის გაცვალა უკრაინის მოქალაქეში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ხელში იყო. პოროშენკომ თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია და ფოტოსურათი, როგორ ხვდება 1 დეკემბერს გათავისუფლებულ უკრაინელს, ანდრეი გრეჩანოვს. პოროშენკოს თქმით, მან შეიწყალა აღმოსავლეთ უკრაინაში ივლისში დაპატიმრებული სტარკოვი, რომელსაც მოგვიანებით 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. უკრაინის უშიშროების სამსახურს გავრცელებული აქვს ვიდეო, როგორ აღიარებს სტარკოვი, რომ რუსეთის არმიის ოფიცერია. რუსეთი კი უარყოფს ბრალდებებს, რომ იარაღს და ჯარისკაცებს აგზავნის აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც სეპარატისტები 2014 წლის აპრილიდან იბრძვიან უკრაინის მთავრობის ჯარების წინააღმდეგ. კონფლიქტის შედეგად 7900-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG