Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა სირიაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობას


გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მონაწილეობას სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. მინისტრების გადაწყვეტილება, სამხედრო მისიაში 1200-მდე ჯარისკაცის მონაწილეობის შესახებ, ახლა პარლამენტის მხარდაჭერა ესაჭიროება. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება კენჭისყრა, მაგრამ კანცლერ ანგელა მერკელის კოალიციას პარლამენტში დიდი უმრავლესობა აქვს და, შესაბამისად, ეჭვს არ იწვევს სირიაში სამხედრო მისიის მხარდაჭერა. პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შეასრულებს საფრანგეთის თხოვნას სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში მონაწილეობის თაობაზე.

XS
SM
MD
LG