Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ისლამურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილ ოთხ პირს


საქართველოში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ ოთხ პირს, რომელიც ეჭვმიტანილია ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისალმური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის მხარდამჭერაში. უსაფრთხოების სამსახურმა 1 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია ოთხი პირის დაკავებაზე. როგორც თბილისში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ, ეჭვმიტანილებზე ინფორმაცია მოიპოვეს შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ პირთა მონაწილეობის ფაქტზე კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების პროცესში. ლევან იზორიას ინფორმაციით, „ოთხი პირის საცხოვრებელ სახლებში აღმოჩენილია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები“. ჩხრეკისას აღმოჩენილ ნივთებს შორის სახელდება ასევე მობილური ტელეფონები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გრძელდება გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის მქონე სხვა პირების მხილებისა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

XS
SM
MD
LG