Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მინისტერიალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობს


საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როგორი გადაწყვეტილებაც უნდა იყოს მიღებული ნატოს ვარშავის სამიტზე, „საქართველომ მტკიცედ უნდა გააგრძელოს“ ნატო-ს წევრობისკენ ნაბიჯების გადადგმა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც ნატოს მინისტერიალში მონაწილეობს. „საქართველოს დღეს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის ნატოს სამხედრო ძალებთან თავსებადობის კუთხით. თუმცა, უნდა იყოს მზაობა ნატოს ყველა წევრის, რათა ეს მოხდეს. დღესდღეობით ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვარშავის სამიტზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ბრიუსელში ნატოს მინისტერიალთან დაკავშირებით მისი ვიზიტი ითვალისწინებს მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ - ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაში, ისევე როგორც ორმხრივ შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან. „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ნატოს ვარშავის სამიტი 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება

XS
SM
MD
LG