Accessibility links

logo-print

სტამბოლიდან იუწყებიან მეტროში აფეთქების შესახებ


თურქეთის მედიის ცნობით, ადამიანები დაშავდნენ სტამბოლში მეტროს სადგურში, ან სადგურთან მომხდარი აფეთქების შედეგად. მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია და მთელი მეტრო დაიხურა სტამბულის ცენტრში მდებარე ბაირამფაშის სადგურთან აფეთქების შემდეგ. ცნობების თანახმად, დაიჭრა, სულ ცოტა, ორი ადამიანი. სტამბოლის მერიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ აფეთქება ელექტროტრანსფორმატორმა გამოიწვია. სტამბოლი თურქეთის უდიდესი ქალაქია 15-მილიონიანი მოსახლეობით.

XS
SM
MD
LG