Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი კაცი დაშავდა სტამბოლის მეტროს სადგურთან მომხდარი აფეთქების შედეგად


თურქეთის მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა სტამბოლის ცენტრში მდებარე ბაირამფაშის სადგურთან აფეთქების შემდეგ. მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით მთელი მეტრო დაიხურა. ცნობების თანახმად, დაიჭრა, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი. სტამბოლის მერიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ აფეთქება ელექტროტრანსფორმატორმა გამოიწვია. თუმცა მედია იუწყება, რომ არ გამოირიცხება თვითნაკეთი ბომბის აფეთქების ვერსია.

XS
SM
MD
LG