Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი აქებს საქართველოს წინსვლას


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 2 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო, ჩერნოგორია და მაკედონია წინსვლას აღწევენ ნატოში გაწევრიანების გზაზე და ნატო ყველა ღონეს იხმარს, რათა დაეხმაროს მათ მიზნების მიღწევაში. ამასთან ყოველ მათგანს მოუწოდებს რეფორმების გზაზე წინსვლისაკენ. „საქართველომ დიდ წინსვლას მიაღწია. მე თვითონ ჩავედი საქართველოში, ვნახე და მონაწილეობა მივიღე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნაში და საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ ბევრ სხვადასხვა სფეროში. ვატარებთ წვრთნებს და გავაფართოვეთ ჩვენი პოლიტიკური დაილოგიც. ასე რომ, განვაგრძობთ მუშაობას საქართველოსთან", აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მანამდე მანვე გამოაცხადა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიონ ჩერნოგორია (მონტენეგრო).

XS
SM
MD
LG