Accessibility links

logo-print

ფეისბუკის შემქმნელი თითქმის მთელი ქონების გაჩუქებას აპირებს


კომპანია ფეისბუკის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა 1 დეკემბერს გამოაცხადა, რომ თითქმის მთელი ქონების გაჩუქებას აპირებს. 31 წლის ზაკერბერგი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მულტიმილიარდერებს მიეკუთვნება და მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან ერთად აცხადებს, რომ ახალ საქველმოქმედო ორგანიზაციას აჩუქებს სოციალურ ქსელ ფეისბუკის აქციების 99%-ს, რაც ამჟამად 45 მილიარდ დოლარს შეესაბამება. განცხადება წერილის სახით ფეისბუკზე გავრცელდა. მისი ადრესატია ზაკერბერგის და ჩანის ქალიშვილი, რომელიც გასულ კვირაში დაიბადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფული მოხმარდება საქმიანობას, რომელიც „განავითარებს ადამიანის პოტენციალს და გააძლიერებს თანასწორობას“. აშშ-ში არაერთი სხვა მილიარდერიც - მათ შორის უორენ ბაფეტი და ბილ გეიტსი - ქონების დიდ ნაწილს ახმარს ქველმოქმედებას, განათლებასა და სამეცნიერო კვლევას.

XS
SM
MD
LG