Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმა


ერევანში, სულ ცოტა, 3000-მა ადამიანმა გააპროტესტა დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც დემონსტრანტების ვარაუდით გაახანგრძლივებს ხელისუფლების სათავეში სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის ყოფნას. ოპოზიციურ მოძრაობა „ახალი სომხეთის“ მიერ ორგანიზებული აქცია 1 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე დაიწყო, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა შემოიარეს და ისევ თავისუფლების მოედანზე დაბრუნდნენ. ლოზუნგებს შორის იყო სარქსიანის გადადგომის მოთხოვნა, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დემონსტრაციები გაგრძელდება მათი მოთხოვნების შესრულებამდე. 6 დეკემბრისათვის დანიშნულია რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც ითვალისწინებს სომხეთის გარდაქმნას საპარლამენტო დემოკრატიად, როცა ხელისუფლების სათავეში იდგება პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით გამიზნულია სარქსიანის ლიდერად დარჩენა მას შემდეგაც, რაც 2018 წელს ამოიწურება მისი პრეზიდენტობის მეორე, ბოლო ვადა. სარქსიანი უარყოფს, რომ ხელისუფლების სათავეში დარჩენას აპირებს პრეზიდენტობის ორი ვადის შემდეგაც.

XS
SM
MD
LG