Accessibility links

თბილისის კინოფესტივალი - 2016


თბილისში მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. ის წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. სულ 125 ფილმია წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის ბევრია ქალის მიერ გადაღებული ფილმი, ასევე ის ფილმები, რომელთა თემაც ქალთა უფლებები და საჭიროებებია. ამ თემაზე, მხატვრულის გარდა, დოკუმენტური ფილმებიც არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, ტრადიციულად, იმართება საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ევროპელი რეჟისორების 10 ფილმი მონაწილეობს. საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის „პრომეთეთი“ დაჯილდოვდება. ფესტივალი 6 დეკემბერს დაიხურება.

XS
SM
MD
LG