Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ სან-ბერნარდინოში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი


კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარი თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე17 დაშავდა. მედიის ცნობით, სამი თავდამსხმელი შეიჭრა შენობაში, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების ცენტრია განთავსებული. ორი მათგანი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, მესამე კი პოლიციამ დააკავა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ ლიკვიდირებული პირი შეიარაღებული იყო – თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და ეცვა "თავდამსხმელის სტილის" ტანსაცმელი.

XS
SM
MD
LG