Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა „რუსეთის ჯაშუშის“ სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო


2 დეკემბერს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა თავი მოკვეთეს ტყვეს, რომელიც, მათი ვარაუდით, რუსეთის ჯაშუში იყო. 5-7-წუთიანი ვიდეოში, ტყვე აღიარებდა მის თანამშრომლობას რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან. ის თავის თავს მაგომედ ხასაევს უწოდებდა და ამბობდა, რომ დავალება ჰქონდა მიღებული რუსეთის სპეცსამსახურიდან. მისი თქმით, სირიაში უნდა ეპოვა მებრძოლები, რომლებიც რუსეთის კავკასიის რეგიონში დაბრუნებას და ტერორისტული აქტების განხორციელებას აპირებდნენ. ხასაევის თქმით, ის სირიაში 2014 წლიდან იმყოფებოდა, მანამდე კი ჩეჩნეთში ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG