Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს ეუთოს მინისტერიალში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბელგრადში მონაწილეობს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 22-ე სესიაში. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილი ისაუბრებს ეუთოს სივრცეში უსაფრთხოების გამოწვევებზედა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს მაიკლ გეორგ ლინკს, კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ასტრიდ თორს, ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩს და რამდენიმე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

XS
SM
MD
LG