Accessibility links

logo-print

იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს მიმართა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს სამინისტრომ დღეს გაუგზავნა დასკვნა და შესთავაზა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა. „საბოლოო გადაწყვეტილება ხელმოწერით უნდა დაადასტუროს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თუკი ის ჩვენ დასკვნას დაეთანხმება“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს პოზიციის გამოსათქმელად მისცა პროცედურით დადგენილი ერთთვიანი ვადა. თეა წულუკიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც წერილი სამ ნოემბერს ჩაბარდა, პასუხი არ გაუცია. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა კანონის შესაბამისად დაიწყო.

XS
SM
MD
LG