Accessibility links

logo-print

ლავროვი ბელგრადში თურქ კოლეგას შეხვდება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 3 დეკემბერს მის თურქ კოლეგას მევლუდ ჩავუშოღლუს შეხვდება ბელგრადში დაგეგმილი ეუთოს შეხვედრის კულუარებში. რუსული სააგენტოების მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, ლავროვმა განაცხადა, რომ ჩავუშოღლუ „დაჟინებით ითხოვს“ მოლაპარაკების გამართვას, რასაც იგი გვერდს არ აუვლის, რადგან აინტერსებს გაიგოს, თუ რის თქმა უნდა მის თურქ კოლეგას. თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა 24 ნოემბრის ინცინდენტის შემდგომ, როდესაც თურქეთის გამანადგურებელმა საჰაერო სივრცის დარღევის ფაქტზე რუსული სუ 24-ი ტიპის მოიერიშე ჩამოაგდო. ამ ინცინდენტზე რუსეთის ვლადიმირ პუტინმა 3 დეკემბერს ყოველწლიურ თავის მიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თურქეთი ინანებს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას“.

XS
SM
MD
LG