Accessibility links

პუტინი: „თურქეთი ინანებს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას“


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ „თურქეთი ინანებს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას“. თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა 24 ნოემბრის ინცინდენტის შემდგომ, როდესაც თურქეთის გამანადგურებელმა საჰაერო სივრცის დარღევის ფაქტზე რუსული სუ 24-ი ტიპის მოიერიშე ჩამოაგდო. ამ ინცინდენტზე რუსეთის ვლადიმირ პუტინმა 3 დეკემბერს ყოველწლიურ თავის მიმართვაში ისაუბრა და დაიმუქრა, რომ რუსეთის პასუხი მხოლოდ თურქეთთან ვაჭრობის შეზღუდვით არ შემოიფარგლება. პუტინმა ხაზი გაუსვა „გაეროს ეგიდით ერთიანი ანტიტერორისტული ფრონტის შექმნის“ მნიშვნელობას და განაცხადა, რომ „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუშვებელია ორმაგი სტანდარტის გამოყენება“.

XS
SM
MD
LG