Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ კოსოვოელ პოლიტიკოსებს„კეთილგონიერებისაკენ“ მოუწოდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, რომელიც პირველად ჩავიდა კოსოვოში ოფიციალური ვიზიტით, მოუწოდა ოპოზიციის ლიდერებს, რათა შეაჩერონ ის კანონმდებლები, რომლებიც პროტესტის ნიშნად ცრემლმდენ აირს იყენებენ. „პარლამენტი უნდა იყოს დემოკრატიის, პატივისცემისა და თავაზიანი ურთიერთობის სივრცე და არა ცრემლმდენი გაზის გამოყენებისა და შანტაჟის ადგილი“, - განაცხადა პრიშტინის აეროპორტში კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ისა მუსტაფასთან შეხვედრის დროს ჯონ კერიმ. ბალკანეთის ქვეყნების ხელისუფლებებს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა იზრუნონ იმ გეგმაზე, რაც შეასუსტებს ეთნიკურ გაუცხოვებას. ჯონ კერის ვიზიტის მიზანია, რათა დასძლიოს სერბიასთან პოლიტიკური დაპირისპირების დაძლევაში დაეხმაროს 1,8 მილიონიან ერს, რომელიც ევროკავშირში გაწვერიანების კანდიდატია.

XS
SM
MD
LG