Accessibility links

logo-print

კადიროვი შურისძიებით ემუქრება „ისლამურ სახელმწიფოს“


რუსეთში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს იმ პირებს, ვინც თავი მოჰკვეთეს ჩეჩენ მაგომედ ხასაევს. 2 დეკემბერს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა თავი მოკვეთეს ტყვეს, რომელიც, მათი ვარაუდით, რუსეთის ჯაშუში იყო. 5-7-წუთიანი ვიდეოში, ტყვე აღიარებდა მის თანამშრომლობას რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან. ის თავის თავს მაგომედ ხასაევს უწოდებდა და ამბობდა, რომ სირიაში უნდა ეპოვა მებრძოლები, რომლებიც რუსეთის კავკასიის რეგიონში დაბრუნებას და ტერორისტული აქტების განხორციელებას აპირებდნენ. ხასაევის თქმით, ის სირიაში 2014 წლიდან იმყოფებოდა, მანამდე კი ჩეჩნეთში ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG