Accessibility links

ყოფილ პატიმარ ქალთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია


ქალები, რომელთაც კანონთან პრობლემები შეექმნათ, გაცილებით უფრო დიდი საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან ხოლმე. იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ამ ადამიანებს სახელმწიფო, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ თავი სრულფასოვან მოქალაქეებად, საზოგადოების წევრებად იგრძნონ, აქტიურად ჩაებან ბიზნეს და საზოგადოებრივ საქმიანობაში, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსი ნინო ბისეიშვილი საუბრობს. "გენდერული ამბების" კიდევ ერთი სტუმარი კი, მარინე წიქარიშვილი, იმ სიძნელეებზე ჰყვება, რომელთაც ცხოვრებაში ყოფილი მსჯავრდებული ქალები აწყდებიან. თავად იგი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარია და მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში ხელსაქმის შემსწავლელი სტუდია დააარსა, სადაც ადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობათა თემის გოგონებს, ქსოვის, ქარგვისა და თექაზე მუშაობის გარდა, ქართულ ენას ასწავლის. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG