Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში გაიმართა ლავროვისა და ჩავუშოღლუს შეხვედრა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი თურქი კოლეგა მევლუტ ჩავუშოღლუ ბელგრადში ეუთოს მინისტერიალის კულუარებში შეხვდნენ ერთმანეთს და 40 წუთის განმავლობაში პირისპირ ისაუბრეს. ამ შეხვედრის დეტალები უცნობია. თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა 24 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, როდესაც თურქულმა გამანადგურებელმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღევის გამო ჩამოაგდო რუსეთის სუ 24-ის ტიპის მოიერიშე. ამ ინციდენტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 3 დეკემბერს თავის ყოველწლიურ მიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თურქეთი ინანებს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას“.

XS
SM
MD
LG