Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შეაჩერა თურქეთთან გაზსადენის შესახებ მოლაპარაკება


რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი აცხადებს, რომ მოსკოვმა შეაჩერა ანკარასთან მოლაპარაკება „თურქეთის ნაკადის“ გაზსადენის პროექტზე თურქეთის მიერ გასულ თვეში რუსეთის ბომბდამშენის ჩამოგდების გამო. ნოვაკმა 3 დეკემბერს მოსკოვში თქვა, რომ კრემლის მიერ გამოცხადებული სანქციები ითვალისწინებს „სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობოთაშორისო კომისიის“ დახურვას. ამ კომისიას ევალებოდა გაზსადენის პროექტზე მოლაპარაკება. „თურქეთის ნაკადის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოთხი მილსადენით უნდა მოხდეს გაზის გადატუმბვა სამხრეთ რუსეთიდან დასავლეთ თურქეთში. შედეგად, რუსეთი შეძლებდა ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტს სამხრეთის მარშრუტით, უკრაინისათვის გვერდის ავლით.

XS
SM
MD
LG