Accessibility links

logo-print

სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ყოფილ რუს სამხედროს


3 დეკემბერს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ყოფილ რუს სამხედროს თალიბანის ხელმძღვანელობით, ავღანეთში აშშ-ის ძალებზე თავდასხმის გამო. აშშ-ს ვირჯინიის შტატის ნაფიცმა მსაჯულებმა, 15 პუნქტში დამნაშავედ ცნეს ირეკ ჰამიდულიანი. მათ შორის - თალიბანის ფინანსურ მხარდაჭერაში, აშშ-ის თვითმფრინავის ჩამოგდებაში და შეთქმულებაში მასობრივი იარაღის გამოყენების შესახებ. სანამ სასამართლოს გადაწყვეტილებას გააცნობდნენ ირეკ ჰამიდულიანს 15-წუთიანი გამოსვლა ჰქონდა, რომელშიც აკრიტიკებდა ამერიკის შეერთებული შტატებს - „თქვენ მე მადანაშაულებთ ტერორიზმში. ეს არის სიცრუე. ვაკეთებ იმას, რაც იესო ქრისტემ გვითხრა, მე არ ვაღიარებ თქვენს კანონს, მე არ ვაღიარებ ამ სასამართლოს. მე მძულს ის”, - განაცხადა 55 წლის ჰამიდულიანმა სიტყვით გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG