Accessibility links

რუსეთი აფართოებს საავიაციო ბაზას დასავლეთ სირიაში


რუსეთი აფართოებს საავიაციო ბაზას დასავლეთ სირიის ჰომსის პროვინციაში. ამის შესახებ განაცხადეს 3 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის ობსერვატორიაში. მონიტორინგის ჯგუფის თქმით, რუსები შაირათის საავიაციო ბაზის ასაფრენ ბილიკსაც ამაგრებენ, რომელიც ჰომსის სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კილომეტრში მდებარეობს. ეს ნიშანია, რომ რუსები აპირებენ მის გამოყენებას, ქვეყანაში მეორე საჰაერო ბაზად. სამუშაოები მიმდინარეობს და შესაძლოა მოსკოვის აპირებს გააძლიეროს საავიაციო დარტყმები ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ რადიკალური დაჯგუფებები მოქმედებენ. აშშ-ის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა უკვე დაძრა აღჭურვილობა შაირათის ბაზის მიმართულებით და ზოგიერთი მოწყობილობები ფუნქციონირებს კიდეც.

XS
SM
MD
LG