Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გეგმავს სერბეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას


ევროკავშირი სერბეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, ამის შესახებ ბელგრადში, ეუთოს სამიტზე განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ. "მოუთმენლად ველოდები 14 დეკემბერს, როდესაც დავიწყებთ უფრო დეტალურ საუბარს", - აღნიშნა მოგერინიმ. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები დაიწყება იმ საკითხების განხილვით, რომლებიც უკავშირდება კოსოვოსა და ფინანსურ კონტროლს. "ბრიუსელში დავბრუნდებით დიდი მოლოდინებით და დარწმუნებით, რომ სერბეთი ევროპას ეკუთვნის", - განაცხადა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

XS
SM
MD
LG