Accessibility links

logo-print

გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად


ახალი ხელმძღვანელი ჰყავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაიას ნაცვლად დანიშნა გიორგი აბაშიშვილი, რომელიც დღემდე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იყო. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დავით პატარაია ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

XS
SM
MD
LG