Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სირიაში აფართოებს მეორე საჰაერო ბაზას


რუსეთი სირიის პროვინცია ჰომსში აფართოებს საჰაერო ბაზას, რათა მან მისი საბრძოლო თვითმფრინავები დაიტიოს. ეს ცნობა 3 დეკემბერს გაავრცელა ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორიამ. სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით, რუსეთის ძალები აძლიერებენ და ასაფრენ ბილიკებს ამატებენ შაირათის საჰაერო ბაზას, რომელიც ქალაქ ჰომსიდან 40 კილომეტრითაა მოშორებული. ობსერვატორია ამას მიიჩნევს ნიშნად, რომ რუსეთი აპირებს ეს ადგილი გამოიყენოს მეორე საჰაერო ბაზად სირიაში. ორგანიზაცია თვლის, რომ წარმოებული სამუშაო შესაძლოა მოასწავებდეს მოსკოვის მიზანს გააძლიეროს საჰაერო დარტყმები სირიის ცენტრალურ რეგიონში, სადაც ექსტრემისტული ჯგუფი, „ისლამური სახელმწიფო“ აქტიურობს. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ რუსეთს უკვე გარკვეული პერიოდია გადააქვს შეიარაღება შაირათის ბაზაზე და მისი იარაღის ნაწილი უკვე მომზადებულია სამოქმედოდ. რუსეთი სირიაში 30 სექტემბრის შემდეგ ახორციელებს საჰაერო კამპანიას, სირიის მთავრობის საჰაერო ბაზის გამოყენებით ლატაკიაში. ამ ბაზიდან ყოველდღე მიფრინავს ბომბდამშენები და ვერტმფრენები.

XS
SM
MD
LG