Accessibility links

logo-print

31 ევროპარლამენტარი მხარს უჭერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას


31 ევროპარლამენტარი აწერს ხელს ღია წერილს, რომელშიც ითხოვენ სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის და უკრაინისთვის. წერილის ადრესატები არიან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვა მაღალჩინოსნები. „დარწმუნებული ვართ, რომ უვიზო რეჟიმის უპირობოდ მინიჭება უკრაინისთვის - ისევე, როგორც საქართველოსთვის, რომელმაც ასევე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს გამოკვეთილ სფეროებში - აირეკლავს ევროკავშირის ჭეშმარიტ ერთგულებას აღმოსავლეთის პარტნიორობის [პროგრამის] მიმართ, რაც ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმ უზარმაზარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლის ფონზე, რომელსაც განიცდიან ევროკავშირის ეს ასოცირებული პარტნიორები. მეტიც, ეს გააძლიერებს უკრაინის - და ასევე საქართველოს - მიზანსწრაფვას გააგრძელონ რეფორმების გზა, რაც ამ ქვეყნებში ხელს შეუწყობს პოზიტიურ დემოკრატიულ ცვლილებებს“.ამასთან, პარლამენტარები აცხადებენ, რომ „ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, უკრაინის და საქართველოს ხალხები უვიზო რეჟიმით უკვე მომავალ წელს ისარგებლებენ“.

XS
SM
MD
LG