Accessibility links

logo-print

რუსეთი, ირანი და ერაყი უარყოფენ წინადადებას ნავთობის მოპოვების შემცირების თაობაზე


რუსეთმა, ირანმა და ერაყმა უარი თქვეს გეგმაზე, რომელსაც, როგორც იუწყებოდნენ, საუდის არაბეთი უჭერდა მხარს და რომელიც ითვალისწინებდა ნავთობის წარმოების კოლექტიური შემცირებით მასზე ფასების მომატების ხელშეწყობას. გავრცელებული ცნობებით, საუდის არაბეთი - რომელიც ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია ოპეკის შემადგენლობაში - მზად იყო გამოსულიყო წინადადებით წარმოების დღეში 1 მილიონი ბარელით შემცირების თაობაზე. ეს წინადადება 4 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო ოპეკის შეხვედრაზე, თუკი მას რუსეთის მსგავსი არაწევრი ქვეყნებიც დათანხმდებოდნენ. მაგრამ შეხვედრის მოსამზადებელ პერიოდში რუსეთმა, ირანმა და ერაყმა სწრაფად უარყვეს ეს წინადადება. რუსეთში ნავთობის მოპოვება წელს სარეკორდოდ მაღალ ნიშნულზეა პოსტ-საბჭოთა პერიოდში და, როგორც ჩანს, ეს ქვეყანა არ აპირებს ტენდენციის შეცვლას, ერაყი და ირანი კი ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავენ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG