Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ მარგველაშვილის ბრძანებულებით მოქალაქეობა შეუწყდა მიხეილ სააკაშვილს


სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამის ბრძანებულებას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. ცნობა დღეს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 30 ოქტომბრიდან დაიწყო იმის გამო, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG