Accessibility links

logo-print

მოლდავეთმა რუსეთს მოუწოდა თავის ჯარი გაიყვანოს დნესტრისპირეთიდან


მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატალია გერმანმა რუსეთს მოუწოდა, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთიდან გაიყვანოს თავისი ჯარი. მინისტრი სიტყვით გამოვიდა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, ბელგრადში, 4 დეკემბერს. გერმანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისოდ აღებული ვალდებულება და ხელი შეუწყოს დნესტრისპირეთში ახლა მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის სამოქალაქო მისიად გარდაქმნას, რომელსაც საერთაშორისო მანდატი ექნება. გერმანის თანახმად, უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო მოლაპარაკებები დნესტრიპირეთის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების მიზნით. რუსეთმა პირობა დადო, რომ 2002 წლისთვის დნესტრიპირეთიდან თავის სამხედრო კონტინგენტს, ათასხუთას სამხედროს, გაიყვანდა, რაც 1999 წლის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, მაგრამ დღემდე არ შეუსრულებია. დნესტრისპირეთმა დამოუკიდებლობა მოლდავეთისგან 1990 წელს გამოაცხადა, რასაც მოჰყვა სამხედრო კონფლიქტი 1992 წელს. ორივე მხარეს ათასხუთასი სამხედრო და მოხალისე დაიხოცა.

XS
SM
MD
LG